თესლების გაყიდვებისა და მიწოდების საერთო პირობები ნებისმიერ გაუთვალისწინებელ ან Enza Zaden- გან არაკონტროლირებად გარემოებას, რომლის შედეგად მთელი ან ნაწილი საქონლის მიწოდება შეუძლებელია ან არ შეიძლება მისი მოთხოვნის დასაბუთება. ფორსმაჟორულ გარემოებად ითვლება ომი, ომის რისკი, აჯანყება, წყალდიდობა, წყლის სტიქიისგან გამოწვეული ნგრევა, ხანძარი, სატრანსპორტო პრობლემები, გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემები, ავარია, გაფიცვა Enza Zaden-ში ან მესამე მხარეში, ემბარგო, იმპორტზე და ექსპორტზე აკრძალვები, სრული ან ნაწილობრივი კონფისკაცია ან მისი შვილობილი კომპანიების აქციების შესყიდვა სამოქალაქო ან სამხედრო ორგანიზაციების მიერ, სატრანსპორტო სიმძლავრეების დანაკლისი, Enza Zaden-ის მიმწოდებლებისგან მიწოდების ჩაშლა ან შეფერხება, აღჭურვილობის დაზიანება, Enza Zaden-ის კუთვნილი კომპანიების დაშლა ან სტაგნაცია, ასევე საქონლის დეფიციტი, რომლის შედეგად საქონლის მთლიანი რაოდენობის ან ნაწილის მიწოდება შეუძლებელია ან არ შეიძლება მისი მოთხოვნის დასაბუთება. 3. ფორსმაჟორული გარემოება ასევე ნიშნავს გარემოებებს, რომლებიც მოქმედებენ წარმოების და დამუშავების რეზერვირებაზე. აღნიშნული გარემოებები უფლებას აძლევენ Enza Zaden-ს მიაწოდოს მყიდველს საქონელი შეკვეთის პროპორციონალური მოცულობით და შეინარჩუნოს ამ მუხლის შესაბამისი ყველა უფლება. მუხლი 11. საქონლის გამოყენება (ლიცენზია) და ინფორმაცია საქონელზე 1. Enza Zaden გადასცემს მყიდველს შეზღუდული დატვირთვის ლიცენზიას იმ ხელშეკრულების მოქმედების ვადებში, რომელიც ითვალისწინებს საქონლის გამოყენებას სამრეწველო მიზნებისათვის ან სარგავი მასალის გამოყვანას და გაყიდვას. 2. მყიდველმა არ უნდა გამოიყენოს ან ხელი შეუწყოს საქონლის ან სარგავი მასალის რომელიმე საკვლევი, სასელექციო, მოლეკულური ან გენეტიკური ანალიზისათვის გამოყენებას. ასევეარ უნდა გამოიყენოს თესლები სამრეწველო წარმოებისა და ან სარგავი მასალის გამოყვანისაგან განსხვავებული მიზნებისათვის. 3. მყიდველს, Enza Zaden-ისგან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარდა, აკრძალული აქვს მიაწოდოს ნებისმიერი საქონელი ნებისმიერ სხვა პირს და კომპანიას წარმოებისათვის და გამოყვანისათვის. ასევე არ შეუძლია გაავრცელოს, გაყიდოს, გადასცეს, დაუთმოს, საფუძველი ჩაუყაროს, შესთავაზოს გირაოს სახით ნებისმიერი Enza Zaden-ის საქონელი. 4. თუ მყიდველი Enza Zaden-გან წერილობითი შეთანხმების შემდეგ ყიდის ან გადასცემს საქონელს მესამე პირს, მან უნდა დააკისროს მე- 11 მუხლის 1,2 და 3 პუნქტების მოვალეობა მესამე პირს. გარდა ამისა, მყიდველმა უნდა მიუთითოს თავის ხელშეკრულებაში მესამე მხარესთან, რომ ეს გარემოებები ასევე მოქმედებს Enza Zaden-ის სასარგებლოდ, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს მათ სასამართლო პროცესზე, თუკი მოხდება მათი დარღვევა მესამე პირის მიერ. 5. მყიდველმა არ უნდა დაიქირაოს სუბკონტრაქტორები თავისი ნებისმიერი უფლების განსახორციელებლად Enza Zaden- ის წერილობითი თანხმობის გარეშე. ასეთი თანხმობა გაიცემა კომპანიის მიერ მყიდველის წინასწარი წერილობითი განაცხადის შემდეგ. ამავე დროს, Enza Zaden-მა შესაძლოა მოთხოვოს მყიდველს, ჩართოს მესამე პირთან თავის ხელშეკრულებაშინებისმიერი პირობები. 6. Enza Zaden-ის მიერ ან მისი სახელით გაკეთებული ყველა კატალოგი და დოკუმენტებისაქონლის ხარისხზე, შემადგენლობაზე, წონაზე, ზომებზე მაქსიმალურად ეფუძნება კომპანიის ტესტებს და პრაქტიკულ გამოცდილებას მყიდველის დასახულ მიზნებთან რაიმე ვალდებულების ან გარანტიების გარეშე. 7. მყიდველი აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც წარმოადგენს Enza Zadenსაქონლის ხარისხთან (აღმოცენება, მდგრადობა, მექანიკური ან გენეტიკური მოდიფიკაციის არქონა, თესლების სიჯანსაღე და სხვ.) და მწარმოებლობასთან დაკავშირებით, მიესადაგება მხოლო Enza Zaden-ის ჩატარებულ ტესტებს, განსაზღვრულ სატესტო ეგზემპლარს და განსაზღვრულ პირობებს, რომლებშიც ტარდებოდა სატესტო სამუშაოები. 8. მყიდველის მიერ მიღებული შედეგები დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მოვლა-მოყვანის ადგილი და პირობები, კლიმატი, ნიადაგი, დაავადებებისაგან დაცვის და შენახვის მეთოდები. მყიდველი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მიღებულ გადაწყვეტილებებზე საქონლის სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა მიზნებისათვის გამოყენებაზე. 9. Enza Zaden წარმოადგენს მთელ ინფორმაციას საქონლის შესახებ მყიდველის მხარდასაჭერად და არცერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი მყიდველის წინაშე წარმოდგენილი ინფორმაციიდან გადახრაზე. Enza Zaden არ არის პასუხისმგებელი ინფორმაციაზე საქონლის დაავადებებისადმი რეზისტენტულობის შესახებ დანართ 1-თან შესაბამისად, ასევე Enza Zaden-ია ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ საქონლის სპეციფიკაციაზე. 10. Enza Zaden-ის მიერ გაცემული ყველა გარანტია კარგავს ძალას და კომპანია არ არის პასუხისმგებელი მყიდველის მიმართ იმ საქონელზე, რომელიც ხელახლა შეიფუთა, შეიწამლა, ინახებოდა ან დამუშავდა Enza Zaden- ის მეთოდებისგან განსხვავებული მეთოდებით. 11. მყიდველი აცნობიერებს, რომ საქონელი, რომელსაც მიაწოდებს Enza Zaden, არ არის განკუთვნილი ადამიანის და ცხოველის საკვებად მოხმარებისათვის. მუხლი 12. პასუხისმგებლობა და ანაზღაურების გარანტია 1. Enza Zaden არცერთ შემთხვევაში არ ატარებს პასუხისმგებლობას მყიდველის წინაშე (ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი მესამე პირის წინაშე) ნებისმიერი ფაქტობრივი, საჯარიმო, პირდაპირი ან ირიბი ზარალისათვის, როგორიცაა ხელიდან გაშვებული მოგება, შემოსავალი, საქმიანი რეპუტაცია, საწარმოო ზარალი, არშემდგარი კონტრაქტები და განუხორციელებელი შესაძლებლობები. 2. Enza Zaden-ის პასუხისმგებლობა კანონმდებლობით მაქსიმალურად ნებადართული ზომებით შემოსაზღვრულია საქონლის საფასურით (დღგ-ს ჩაუთვლელად) და უნდა შემოიფარგლოს საქონლის შეცვლით დამატებითი ფასის გარეშე, ან საქონლის ფასის ტოლფასი თანხით. 3. Enza Zaden-ის პასუხისმგებლობაზე ყველა პრეტენზია ან კომპენსაციები წარდგენილი უნდა იყოს მყიდველის მიერ 12 თვის განმავლობაში საქონლის მიწოდებიდან და წყდება მათი მოქმედება მითითებული ვადის ამოწურვიდან. 4. მყიდველი აცნობიერებს Enza Zaden-ის პასუხისმგებლობის ყველა მითითებულ შეზღუდვას და ადასტურებს თავის თანხმობას. 5. მოქმედი კანონმდებლობის მაქსიმალურად დასაშვები ხარისხით მყიდველი იცავს Enza Zaden-ის და მისი აფილირებული საზოგადოების, დირექტორების და თანამშრომლების ინტერესებს და ანაზღაურებს ხარჯებს ყველა პრეტენზიიდან, მოქმედებიდან, ზარალებიდან, ჯარიმიდან, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯებს. მყიდველი ანაზღაურებსEnza Zaden-თვის მიყენებული ზარალის თანხის 100%-ს წინამდებარე პუნქტთან შესაბამისობით. მუხლი 13. ინტელექტუალური საკუთრების უფლება. 1. მყიდველი ეთანხმება და აღიარებს ლიცენზიის შესაბამისად Enza Zaden-ის განსაკუთრებულ უფლებას ინტელექტუალურ საკუთრებაზე საქონელთან, სარგავ მასალასთან, ჯიშებთან, ჰიბრიდებთან ან ბიოლოგიურ მასალასთან (გენეტიკის, დახასიათებების, ტექნოლოგიების, ფენოტიპური პარამეტრების ჩათვლით), ასევე Enza Zaden-ის სავაჭრო ნიშნებთან მიმართებაში. 2. თუ მოქმედი კანონმდებლობა საშუალებას აძლევს მყიდველს დააწესოს რაიმე უფლება ინტელექტუალურ საკუთრებაზე საქონლის, სარგავი მასალის ან მისი ტრანსფორმაციის, ჯიშების, ჰიბრიდების ან მათი ბიოლოგიური მასალის (გენეტიკის, დახასიათებების, ტექნოლოგიების, ფენოტიპური პარამეტრების ჩათვლით) მიმართებით, მყიდველი თანხმდება დაუყოვნებლად გადასცეს Enza Zaden-ს ასეთი ინტელექტუალური საკუთრების უფლება. მყიდველი ეთანხმება იმ გარემოებას, რომ Enza Zaden დაარეგისტრირებს გადაცემულ უფლებებს კანონმდებლობასთან შესატყვისობით. 3. მყიდველი თანახმაა, რომ არ გამოიყენოს და არ დაარეგისტრიროს სავაჭრო ნიშნები, სასაქონლო ნიშნები, კომპანიის სახელწოდება, დომენის სახელწოდება, სიმბოლოები და სხვადასხვა სახელწოდება, იდენტური ან მსგავსი კომპანიის სავაჭრო ნიშნებთან, სასაქონლო ნიშნებთან, კომპანიის სახელწოდებასთან, დომენის სახელწოდებასთან, სიმბოლოებთან და სხვადასხვა სახელწოდებასთან, რომლების არის Enza Zaden-ის ან მისი აფილირებული საზოგადოებების საკუთრება. 4. მყიდველი უფლებამოსილი არ არის, გამოიყენოს Enza Zaden-ის სავაჭრო ნიშნები, დასახელებები ან გამოსახულებები ამა თუ იმ მიზნისათვის Enza Zaden-გან წერილობითი თანხმობის გარეშე. 5. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი საწარმოო პროცესში, სარგავი მასალის გამრავლებისას აღმოაჩენს მუტაციების წარმოქმნას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს Enza Zaden-ს. 6. Enza Zaden-ის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადასცეს Enza Zaden-ს გამოყვანილი ჯიშების და ჰიბრიდების (მაგალითად, მუტაციის შედეგად) მასალის საკმარისი რაოდენობა ტესტების ჩატარების მიზნით. 7. წარმოებულ და გამოყვანილ ჯიშებთან და ჰიბრიდებთან მიმართებაში (მუტაციების წარმოქმნის ჩათვლით) მყიდველი ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა Enza Zaden-იდან მუტაციის ელემენტებთან ან შეგროვებულ მასალასთან შემდეგი მოქმედებების ჩასატარებლად: ა) წარმოება ან აღწარმოება; ბ) კონდიციონირება გამრავლების მიზნით; გ) წინადადება გაყიდვისათვის; დ) გაყიდვები და მარკეტინგის სხვა სახეობები; ე) იმპორტი და ექსპორტი; ვ) შენახვა. 8. ახალი მუტაციები, წარმოქმნილი მუტაციებიდან, ასევე ითვლება Enza Zaden-ის ჰიბრიდების და ჯიშების წარმოებულ სახეობად, რომელთა მიმართაც გამოიყენება მე-5-მე-7 პუნქტები მე-13 მუხლის. 9. მყიდველი ვალდებულია არ დააბრკოლოს და ხელი შეუწყოს Enza Zaden-ის შემოწმებებს მისი უფლებების ან ხელსეკრულებების შესაძლო დარღვევების აღმოჩენის მიზნით. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს Enza Zaden-ის, ან მის მიერ დანიშნულ პირის ან კომპანიის დაშვება შენობებში, მათ შორის სათბურებში, გახადოს ხელმისაწვდომი მისი ადმინისტრაციული და სასოფლო-სამეურნეო მოღვაწეობის საბუთები. იგივე ვრცელდება მესამე პირზე, რომელიც მოქმედებს მყიდველის სახელით. 10. მყიდველი ვალდებულია გაუწიოს სრული ხელშეწყობა Enza Zaden-ს მისი უფლებების დაცვაში. მუხლი 14. ხელშეკრულების არშესრულება, მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა 1. ხელშეკრულების თანახმად, ერთ-ერთი მხარის მიერ თავისი მოვალეობების არდაუცველობის შემთხვევაში, მეორე მხრიდან დარღვევის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, მხარე, რომელსაც არა აქვს დარღვევა, უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე. მას უნარჩუნდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება, მათ შორის დანაკარგების და ხარჯების ანაზღაურება. 2. თუ მყიდველი ლიკვიდირებულია, გამოცხადდა ბანკროტად ან შეაჩერა გადახდები, ანხორციელებს თავისი აქტივების გამორიცხვას კრედიტორების სასარგებლოდ, გახდა გარეშე ზემოქმედების ობიექტი ან ლიკვიდირდება, მაშინ, მოქმედი კანონმდებლობის მაქსიმალურად დასაშვები ხარისხით, გადახდაზე ყველა მისი მოვალეობა ექვემდებარება დაუყოვნებლივ შესრულებას, ხოლო Enza Zaden უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ამასთან ერთად შეინარჩუნოს მყიდველისგან დანაკარგების და ხარჯების სრული კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. 3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში ასახული ნებისმიერი შემთხვევის დადგომისას მყიდველი მოვალეა დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ Enza Zaden-ს. მყიდველი აძლევს Enza Zaden-ს უფლებას, ან იღებს ვალდებულებას დამოუკიდებლად განახორციელოს საჭირო დოკუმენტების რეგისტრაცია და მიმართოს ყველა საჭირო მოქმედებას ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად, მათ შორის საგადახდო მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას. მუხლი 15. დასკვნითი დებულებები 1. გაყიდვების მოცემული საერთო პირობები ცვლიან წინა ვერსიებს და გამოიყენებიან ყველა ხელშეკრულების მიმართ, რომლებიც დადებულია Enza Zaden-ის ვებ-გვერდზე (www. enzazaden.com.) პუბლიკაციის შემდეგ. 2. მყიდველს არა აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი უფლებებისა და მოვალეობების მესამე პირისთვის გადაცემის უფლება Enza Zaden-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. 3. მყიდველი თანხმდება, რომ Enza Zaden-ისთვის ნებადართულია ნებისმიერ დროს გადასცეს ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთარი უფლება და მოვალეობა მესამე პირს. 4. ხელშეკრულება შესაძლოა შეიცვალოს მხოლოდ ორივე მხრიდან ხელმოწერილი დოკუმენტის საშუალებით. მუხლი 16. გამოყენებული კანონმდებლობა. ყველა მხარე უსიტყვოდ თანხმდება, რომ ხელშეკრულება და ნებისმიერი კამათი და პრეტენზიები, რომლებიც წარმოქმნილია მისი ან მისი შინაარსით ან ფორმით (არასახელშეკრულებო კამათისა და პრეტენზიების ჩათვლით) უნდა დარეგულირდეს საქარტველოს კანონმდებლობით. მუხლი 17. საკამათო საკითხების გადაწყვეტა. 1. გაყიდვების საერთო პირობებთან ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კამათის შემთხვევაში, მხარეები ვალდებულები არიან, თუკი კამათი არ გვარდება მშვიდობიანი გზით, ჯერ მიმართონ სასამართლოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის რეგლამენტის თანახმად. თუ კამათი არ დარეგულირდა მედიაციის პროცედურის ჩატარებაზე განაცხადის გაკეთების, ან იმ ვადის ამოწურვიდან, როდესაც მხარეებს შეეძლოთ წერილობითი ფორმით მოლაპარაკებულიყვნენ, 45 დღის განმავლობაში, მაშინ ასეთი კამათი უნდა დარეგულირდეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო რეგლამენტის შესაბამისად ერთი ან მეტი მოსამართლის მეშვეობით. 2. მედიაციის და საარბიტრაჟო განხილვების ადგილია თბილისი, საქართველო. 3. მიუხედავად ამისა, Enza Zaden უფლებამოსილია გამოიძახოს მყიდველი სასამართლოში მყიდველის იურიდიული მისამართის მიხედვით. 4. სასამართლო განხილვების შემთხვევაში, რომლებიც მიმდინარეობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის და/ან საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო განხილვებით, საქართველოს სასამართლოებს აქვთ განსაკუთრებული იურისდიქცია ნებისმიერი კამათისა და პრეტენზიის მოსაგვარებლად, რომლებიც წარმოქმნილია ხელშეკრულებით ან პროცესუალური მოქმედებებით. ბროშურაში მოცემული რეკომენდაციები და აღწერები მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს გამოცდებისა და პრაქტიკული გამოცდილების შედეგად მიღებულ მონაცემებს, თუმცა დასაშვებია ტიპოგრაფიული და ბეჭდვითი შეცდომების არსებობაც. ბროშურაში განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია პროფესიონალი ფერმერებისა და მომხმარებლებისათვის, ამასთანავე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ადგილობრივი გარემო პირობები. ზემოთხესენებულის საფუძველზე Enza Zaden არავითარ გარემოებებში არ იღებს პასუხისმგებლობას კონკრეტული კულტურებისათვის განსხვავებული შედეგების მიღებაზე. ბროშურაში მოცემული ჰიბრიდებისა და ჯიშების რეზისტენტობის შესახებ უახლესი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.enzazaden.com 82 | Enza Zaden Enza Zaden | 83
ბოსტნეული კუ
,,ვიტალისი”---
პომიდორი ბელ
პომიდორი გუა
პომიდორი დეტ
ენზა ზადენის
კიტრი გლუვი,
წიწაკა კონუს
Loading...
Loading...
Loading...
Enza Zaden Global |
+31 (0) 228-350100 | info@enzazaden.com |
Disclaimer | Privacy Policy | Resistances | Cookies |