Views
5 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

კომბოსტო

კომბოსტო ყვავილოვანი კომბოსტო მოჰყავთ სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. მისი ძირითადი ბაზრებია ჩრდილო-დასავლეთი ევროპა, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალია. ყველა მწარმოებელ რეგიონსა და ყველა სამომხმარებლო ბაზარს აქვს თავისი სპეციფიური მოთხოვნები კულტურის მიმართ. ენზა ზადენის სელექციონერთა ჯგუფები ჰოლანდიიდან, იტალიიდან, ავსტრალიიდან და აშშ-დან აქტიურად ურთიერთთანამშრომლობენ და ქმნიან ჰიბრიდებს, რომლებიც ადაპტირებული არიან თითოეული რეგიონის პირობების მიმართ. აღმოსავლეთ ევროპისათვის სელექციონერთა ძალისხმევა უპირველეს ყოვლისა მიმართულია სტრესისადმი გამძლე და პლასტიური ჰიბრიდების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფოთლებით თავის დაფარვის კარგი უნარის, ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ მდგრადობის მქონე ჰიბრიდების გამოყვანას. გუმბათისებური ფორმა, თოვლივით თეთრი ფერი და მკვრივი თავი არის გამორჩეული მახასიათებლები კომპანიის ჰიბრიდების. თავის სამუშაოში სელექციონერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სამ მიმართულებას: ჰიბრიდებს ნედლი პროდუქციის ბაზრისთვის, გადამუშავებისთვის და ყვავილოვანი კომბოსტოს განსაკუთრებული ტიპების სეგმენტისთვის. მთელ მსოფლიოში ნედლი პროდუქციის ბაზარი ჩამოყალიბებული და სტაბილურია, ძირითად მოთხოვნად ითვლება თავის მაღალი ხარისხი და საშუალო ზომა. გადასამუშავებელი ყვავილოვანი კომბოსტოს ბაზარიც მზარდი და განვითარებადია. აქ მოთხოვნადია დიდი ზომის თავებიანი ჰიბრიდები, რომლებიც იშლებიან მრავალ პატარა ყვავილედებად. კომპანიის განსაკუთრებული ტიპის ჰიბრიდებიდან წარმოდგენილია რომანესკოს ტიპის და მწვანე თავიანი ჰიბრიდები. თეთრთავიანი კომბოსტო რადანი F1 | Radan საერთო მახასიათებლები: • დანიშნულება: ნედლი პროდუქციის ბაზრისათვის • სავეგეტაციო პერიოდი: 50-55 დღე • რგვის ნორმა: 40000-50000 მცენარე 1 ჰა-ზე • ნაყოფის წონა: 1,0-1,5 კგ • მცენარე: ღია, მძლავრი უპირატესობა: საადრეო ჰიბრიდი, ხასიათდება თავების ფორმისა და წონის მაღალი გათანაბრებულობით. თავები მეტად მკვრივია, მომრგვალო ფორმის, მიმზიდველი მწვანე ფერის, გამძლეა გასკდომის მიმართ, დიდხანს ინახებიან მინდორში. რეკომენდებულია საფარველქვეშ და ღია გრუნტში მოსაყვანად. რადანი F1 | Radan ალანეკი F1 | Alanek საერთო მახასიათებლები: • დანიშნულება: ნედლი პროდუქციის ბაზრისათვის და გადასამუშავებლად • სავეგეტაციო პერიოდი: 120-125 დღე • რგვის ნორმა: 30000-40000 მცენარე 1 ჰა-ზე • ნაყოფის წონა: 4,0-5,0 კგ • მცენარე: ნახევრადღია, საშუალოდან მსხვილ ზომამდე უპირატესობა: პლასტიური ჰიბრიდი ზრდის მაღალი ენერგიით. მძლავრი, ვერტიკალურად მზარდი ფოთლები მუქი მწვანე ფერისაა ძლიერი ცვილის ნადებით. თავებს აქვთ მკვრივი შინაგანი სტრუქტურა და იდელურად არიან გათანაბრებული. მცენარე მაღლა მდგომია, რის გამოც უზრუნველყოფილია თავების ხანგრძლივი შენახვა ფართობში. გამძლეა ფუზარიოზის მიმართ. რგვის სიხშირით შესაძლებელია კომბოსტოს თავების ფორმისა და ზომების რეგულირება. ალანეკი F1 | Alanek ჰიბრიდი ვეგეტაციის პერიოდი, დღე თავის ფორმა დარგვის ნორმა, მცენარე/ჰა თავის წონა, კგ რეზისტენტობა HR IR შენიშვნა რადანი F1 | Radan 50-55 40, 000-60, 000 1,0-1,5 Foc Xcc გამოსადეგია საადრეო მოსავლის მისაღებად HR: High Resistance - მაღალი რეზისტენტობა | IR: Intermediate Resistance - საშუალო რეზისტენტობა | რეზისტენტობის მაჩვენებელი კოდების აღწერა იხილეთ მე-* გვერდზე / მიმდინარე ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ შესაძლებელია მოიძიოთ Enza Zadenis ვებ-ერდზე www.enzazaden.com 52 | Enza Zaden Enza Zaden | 53

Enza Zaden Brochures