Views
3 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

წიწაკა

წიწაკა ტკბილი წიწაკა პლასტიკურ საფარიან სათბურებში და ღია გრუნტში მოსაყვანად კონუსური წიწაკა ანეტა F1 | Anetta საერთო მახასიათებლები: • ნაყოფის ფორმა: კონუსური • ნაყოფის ზომა: 5 x 11 სმ • ნაყოფის წონა: 100-140 გრ • ნაყოფის ფერი: ტექნიკურ სიმწიფეში ღია მწვანე, ბიოლოგიურში - მუქი წითელი უპირატესობა: ახასიათებს მაღალი საადრეო მოსავალი. გამორჩეულია ძალიან სწრაფი ინტენსიური წითელი შეფერვით. ნაყოფი ერთსახოვანი, მკვრივი, მიმზიდველი ბზინვარებით, გამოდგება ხანგრძლივი ტრანსპორტირებისთვის. მცენარის კომპაქტურობის წყალობით რეკომენ-დებულია ღია გრუნტისა და ყველა სახის პლასტიკურ საფარიან სათბურში მოსაყვანად. წიწაკის ჰიბრიდების სელექცია ენზა ზადენის გლობალური პროექტია, რომლის წარმატების საფუძველია ჰოლანდიის, ესპანეთის, თურქეთის, ამერიკის სელექციონერების ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები და უახლესი ტექნოლოგიები. ამჟამად ღია და დახურული გრუნტის წიწაკის სეგმენტში კომპანიის სელექციონერების ძირითადი საქმიანობა მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით: კონუსისმაგვარი წიწაკა ღია მწვანე და სპილოსძვლისფერი შეფერილობით (ლიდერი ლოტა F1), ფერთა ფართო პალიტრის კუბისმაგვარი წიწაკები, განსაკუთრებით ჰიბრიდი ვედრანა F1, რომელიც გამოირჩევა მაღალი პლასტიურობით, პროდუქტიულობით და ნაყოფის განსაკუთრებული ხარისხით. ბოლო დროს პოპულარული ხდება ნარინჯისფერი და ყვითელი ფერის წიწაკები და ხშირად გამოიყენება ტრადიციული კერძების მოსამზადებლად. კომპანიის ასორტიმენტში, გარდა სტანდარტული ფერებისა, არის იასამნისფერი და მუქი იისფერი წიწაკები, რომელთა ორიგინალური შეფერილობა იპყრობს ბაზრის მომხმარებელთა ყურადღებას. ტკბილი წიწაკის ბაზრის ზრდა განპირობებულია მოსახმარებლად მზა პროდუქტების მწარმოებელი გადასამუშავებელი ინდუსტრიის განვითარებით. ლოტა F1 | Lotta საერთო მახასიათებლები: • ნაყოფის ფორმა: კონუსური • ნაყოფის ზომა: 7 x 14 სმ • ნაყოფის წონა: 160-200 გრ • ნაყოფის ფერი: ტექნიკურ სიმწიფეში ღია მწვანე, ბიოლოგიურში - წითელი უპირატესობა: ძალიან საადრეო ჰიბრიდი ნაყოფების გამონასკვის მაღალი ინტენსივობით. სიმწიფეში შედის ჩითილის გადარგვიდან 55-60 დღეში. მკვრივ ნაყოფს აქვს შესანიშნავი სასაქონლო სახე როგორც ტექნიკურ, ისე ბიოლოგიურ სიმწიფეში. მაღალი მოსავლიანობა და საუკეთესო ტრანსპორტაბელურობა განპირობებულია 5-6 მმ სისქის რბილობით. ჰიბრიდი განკუთვნილია პლასტიკურ საფარიან სათბურებში და ღია გრუნტში მოსაყვანად. ანეტა F1 | Anetta ლოტა F1 | Lotta 26 | Enza Zaden Enza Zaden | 27

Enza Zaden Brochures