Views
3 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

თესლების

თესლების გაყიდვებისა და მიწოდების საერთო პირობები გაყიდვების საერთო პირობები მუხლი1. განმარტებები 1. „მყიდველი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დებს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას Enza Zaden-თან პროდუქტების შეძენის მიზნით. 2. Enza Zaden ნიშნავს შ.პ.ს. „კარტლის აგროსისტემებს“, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი 0171, მერაბ კოსტავას ქ. 75 გ. 3. vEnza Zaden და „მომხმარებელი“ შემდგომში იწოდებიან როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ- ცალკე - „მხარე“. 4. „ინკოტერმსი“ ნიშნავს „ინკოტერმსს“, გამოქვეყნებულს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ პარიზში და მოხმარებადს დღევანდელ რეალობაში. 5. „ინტელექტუალური საკუთრების უფლება“ - ყველა მიმდინარე და მომავალი ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომელიც მოიცავს უფლებას მემცენარეობაზე, გამოგონების პატენტს, განმახორციელებლის პატენტს და უფლებას, საავტორო უფლებას, საწარმოო საიდუმლოებებს, სავაჭრო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს და ნებისმიერ სხვა უფლებას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. 6. «Naktuinbouw»ნიშნავს ჰოლანდიის მემცენარეობის ინსპექციის სამსახურს. იურიდიული მისამართი: Sotaweg 22, Postbus 40, 2370 AA Roelofarendsveen, Nethrrlands 7. “შეკვეთის დადასტურება“ - Enza Zaden-ის მიერ შესყიდვაზე შეკვეთის წერილობითი დადასტურება, გაგზავნილი წერილით, ელექტრონული ფოსტით ან შეფუთვის წერილით. 8. „წინადადება“ - გაყიდვის განსაზღვრული პირობები, გამოყენებული კონკრეტული გაყიდვისათვის და შეთავაზებული მყიდველისათვის Enza Zaden-ისმიერ. 9. „სარგავი მასალა“ - ყველა მცენარე და მოსავალი, წარმოებული Enza Zaden-ის პროდუქციიდან და განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისთვის. 10. „საქონელი“ - თესლები და სარგავი მასალა, განკუთვნილი Enza Zaden-ის მყიდველებისათვის. 11. „გადამუშავება“ აღნიშნავს პროდუქტის დამუშავებას, მათ შორის მუშაობას სათესი თვისებების, აღმოცენების უნარის, მცენარის ხარისხის, დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლის გაუმჯობესებისათვის. 12. „პრაის-ლისტი“ - საქონელზე საბაზრო ფასების ჩამონათვალი, გამოქვეყნებული და გავრცელებული Enza Zaden-ისმიერ. 13. „შეკვეთა შესყიდვაზე“ - განაცხადი საქონლის შესყიდვაზე, განთავსებული მყიდველის მიერ. 14. „გამძლეობასთან“ დაკავშირებული ტერმინოლოგია აღნიშნავს დანართში მოცემულ ინფორმაციას და ტერმინოლოგიას. 15. „დანართი“ ნიშნავს დანართს ხელშეკრულებაზე და გაყიდვების ზოგად პირობებზე. 16. „საქონლის სპეციფიკაცია“ - Enza Zaden-ის ვებ-გვერდებზე და ბეჭდვით ფურცლებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. მუხლი 2. არსებული საერთო პირობების გამოყენება 1. გაყიდვების არსებული საერთო პირობები თავისი დანართებით გამოიყენება ყველა შეკვეთის და წინადადებისთვის, რომელსაც Enza Zaden აფორმებს მყიდველისათვის. 2. არსებითად, განსაზღვრულია მყიდველის პირობების მიუღებლობა შესყიდვის მიმართ. 3. Enza Zaden იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულების მიხედვით პერიოდულად შეცვალოს გაყიდვის პირობების მონაცემები. გაყიდვების პირობების ახალი ვარიანტის გამოყენება მოხდება ახალი შესყიდვების მიმართ და დაარეგულირებს მათ, ამასთან კომპანია ატყობინებს მყიდველს ახალი ვერსიის შესახებ. ამ მომენტისთვის უკვე შეკვეთილი შესყიდვები განხორციელდება გაყიდვების წინა ვერსიის პირობებით. 4. გაყიდვების საერთო პირობების ნებისმიერი დებულება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩაითვლება გაუქმებულად ან დაუსაბუთებლად და არ დაექვემდებარება გასაჩივრებას, უნდა შეიცვალოს ახალი დებულებით და ეს დებულება მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს ცვლილების მიზეზს და შინაარსს. ერთი დებულების გაუქმება არ მოქმედებს სხვა დებულებებზე მხარეების შეთანხმების თანახმად. 5. პირს, რომელიც არ არის ხელშეკრულების მხარე, არა აქვს ხელშეკრულების პირობების და დებულებების შესრულების უფლება. მუხლი 3. შეკვეთა შესყიდვაზე და შეკვეთის დადასტურება 1. კომპანია Enza Zaden მყიდველს აწვდის საქონელს თავის პრაისლისტში ან შეთავაზებაში მითითებული ტარიფის მიხედვით. 2. ნებისმიერი წინადადება, გაკეთებული Enza Zaden-ის მიერ, შესაძლოა გაუქმებული იქნას ნებისმიერ დროს და დაკარგოს ძალა 5 სამუშაო დღის ან კომპანიის სხვა განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. 3. Enza Zaden-სა და მყიდველს შორის ხელშეკრულება ითვლება გაფორმებულად შეკვეთის დადასტურების ან შეთავაზების მიღების შემდეგ. შეკვეთის დადასტურების გაგზავნის ან შეთავაზების მიღებამდე მხარეებს შორის არ წარმოიქმნება არავითარი უფლებები და მოვალეობები. 4. წარმოებისა და დამუშავების პარამეტრები უნდა იქნეს შეთანხმებული Enza Zaden-სა და მყიდველს შორის აისახოს შესყიდვის შეკვეთაში. შეკვეთაში დარეზერვებული განსაკუთრებული პარამეტრების შემთხვევაში Enza Zaden არ არის ვალდებული, მაგრამ მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ მიაწოდოს მათი პროპორციული რაოდენობა ან შესაბამისი ალტერნატივები, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა Enza Zaden- სა და მყიდველს შორის.ამასთან, მყიდველიარ იღებს ხარჯების ან დანაკარგების კომპენსაციას, თუკი მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული მათი ანაზღაურება ნებისმიერი სახელშეკრულებო შეზღუდვის მიუხედავად. 5. Enza Zaden ვალდებულია შეასრულოს თავისი მოვალეობანი შესყიდვის შეკვეთის მიხედვით. ამავე დროს Enza Zadenუფლებამოსილია გადახედოს შეკვეთას ზომის, შეფუთვის, რაოდენობის და წონის მიმართებაში. ასეთი ცვლილებების ზუსტი პარამეტრები და შესაბამისი ფასის ცვლილებები შეთანხმდება Enza Zaden-სა და მყიდველს შორის. 6. შესყიდვაზე შეკვეთის განთავსების შემდეგ მყიდველი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია, სპეციფიკაცია და დოკუმენტები, რომლებიც შეესაბამება მიმღები ქვეყნის წესებს და მოთხოვნებს. მყიდველი ვალდებულია აცნობოს Enza Zaden-ს იმპორტის ყველა ფორმალობების შესახებ. მყიდველი ასევე ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია სერტიფიკატების, ფიტოსანიტარული წესების, იმპორტის და გამოთვლების დოკუმენტების შესახებ. 7. Enza Zaden არ არის პასუხისმგებელი შეკვეთის შესრულების დაყოვნებაზე ან გაუქმებაზე, თუკი მყიდველი არ შეასრულებს თავის მოვალეობას მე-3 მუხლის მიხედვით. მყიდველი პასუხისმგებელია იმ დანაკარგზე და ზიანზე, რომელსაც მიადგება კომპანიას ამ მოვალეობების შეუსრულებლობის გამო. მუხლი 4. ფასები 1. ყველა ფასი, რომელიც მითითებულია Enza Zaden-ის პრაის-ლისტში, მოცემულია ლარებში დღგ-ს გარეშე, ასევე ისეთი დამატებითი ხარჯების გარეშე, როგორიცაა დამუშავების ფასი, სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, ხარისხის სერტიფიკატის ხარჯი, რომელთა მიმართაც კომპანია შესაბამის შემთხვევაში უფლებამოსილია წარუდგინოს მყიდველს დამატებითი ანგარიში. 2. ყველა ფასი, მითითებული პრაის- ლისტში, ექვემდებარება Enza Zaden-ის მხრიდან შეთანხმებას. კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას ცალმხრივად შეცვალოს ფასები. Enza Zaden აწვდის ინფორმაციას მყიდველს ახალი ფასების შესახებ. 3. ცალკეული სახეობის ბოსტნეულის თესლებს, რომლებიც გარკვეული პირობებით არის გაყიდული და შესყიდული, შესაძლებელია დაერიცხოს დამატებითი თანხა - კვადრატული მეტრებზე ან სხვა ნებისმიერერთეულზეგადა ანგარიშებით. მოცემული დამატებითი თანხა გამოიყენება ერთი წარმოების ან სარგავი მასალის გამოყვანის მიმართ, თუკი სხვა ხეკშეკრულება არ არის მიღწეული მხარეებს შორის. მუხლი 5. შეკვეთის გაუქმება თუკი შეკვეთა შესყიდვაზე გაუქმებულია მყიდველისაგან ხელშეკრულების დადების შემდეგ, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს მინიმუმ 10 %, რომელსაც Enza Zaden დააწესებს მიწოდების შემდგომ. ეს გადახდა უნდა განხორციელდეს ცალმხრივადხელშეკრულების გაუქმებისათვის შესყიდვების შეკვეთის პირობების მიხედვით, ისე, რომ არ მოხდეს Enza Zaden-ის უფლების დარღვევა, მოითხოვოს ხარჯებისა და დანაკარგების სრული კომპენსაცია. მუხლი 6. გაგზავნა 1. Enza Zaden იღებს ვალდებულებას გაგზავნოს ნაყიდი საქონელი მყიდველთან მიწოდებისთვის შეთანხმებულ ვადებში. 2. მხარეებს შორის შეთანხმებული გაგზავნის ვადა არ არის გარანტირებული. გაგზავნის შეფერხების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია შეატყობინოს Enza Zaden-ს წერილობითი ფორმით და წარადგინოს საქონლის გაგზავნის დამატებითი ვადა. ყველა შემთხვევაში, Enza Zaden არ არის პასუხისმგებელი ზიანისთვის, განადგურებისა და ხარჯებისათვის, რომელიც წარმოიქმნება გაგზავნის და მიწოდების შეფერხებისა და განუხორციელებისათვის, ხოლო მყიდველს არა აქვს უფლება დაარღვიოს ხელშეკრულება. 3. Enza Zaden-ის მიერ გაგზავნა ხორციელდება ანაზღაურებადი გადაზიდვის პირობებში. მყიდველი ანიჭებს კომპანიას უფლებამოსილებას აირჩიოს გადამზიდავი და გაუგზავნოს მყიდველს სატრანსპორტო მომსახურების ანგარიში. საქონლის განადგურების და დაზიანების რისკი, ასევე ნებისმიერი დამატებითი ხარჯი მას შემდეგ, რაც საქონელი გადაეცემა გადამზიდავს, გადადის Enza Zaden-იდან მყიდველზე. 4. მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ცალკეული პარტიებით, ასეთ შემთხვევაში Enza Zaden-ს აქვს უფლება წარადგინოს ანგარიში თითოეული პარტიისათვის ცალ-ცალკე. მუხლი 7. გადახდა 1. მყიდველი ვალდებულია განახორციელოს გადახდა 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში ანგარიშის მიღების შემდეგ იმ საბანკო ანგარიშზე, რომელსაც მიუთითებს Enza Zaden. გადახდის ყველა სხვა ვადა უნდა იყოს შეთანხმებული მხარეებს შორის. 2. მყიდველს არა აქვს უფლება შეაფერხოს გადახდა, მოახდინოს გამოქვითვა ან თვითჩათვლა. 3. მყიდველი ავტომატურად ითვლება ხელშეკრულების დამრღვევ მხარედ, თუ არ გაგზავნის შეტყობინებას არადროულად გადახდაზე. 4. ნაწილობრივი გადახდის შემთხვევაში, თუ არ გაგზავნის შეტყობინებას არადროულად გადახდაზე, მყიდველი ითვლება ხელშეკრულების დამრღვევ მხარედ, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა იქნეს სასწრაფოდ გადახდილი. 5. დავალიანებაზე ირიცხება ერთი პროცენტი გადავადების ყოველ კალენდარულ თვეზე. Enza Zaden ინარჩუნებს უფლებას, შეცვალოს საპროცენტო განაკვეთი და ამის შესახებ აცნობოს მყიდველს. 6. Enza Zaden უფლებამოსილია მოახდინოს დავალიანების არასასამართლო ამოღება წინასწარი შეტყობინების გარეშე. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს დავალიანების არასასამართლო ამოღების ყველა ხარჯი, არანაკლებ ვადაგადაცილებული თანხის 15%- ისა, და ნებისმიერ შემთხვევაში არანაკლებ 250 ევროსი დღგ-ს გარეშე. 7. მყიდველის მიერ განხორციელებული გადახდები პირველ რიგში ხმარდება არასასამართლო ამოღების ხარჯების გადახდას, შემდეგ პროცენტების გადახდას და ამის შემდეგ დაუფარავი ანგარიშების გადახდას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. 8. Enza Zaden ინარჩუნებს უფლებას, შეაჩეროს მყიდველთან ნებისმიერი ხელშეკრულების შესრულება, ასევე შეაჩეროს ყველა მიწოდება მანამდე, სანამ მყიდველის მიერ არ განხორციელდება ყველა ვადაგასული გადასახადიEnza Zaden-ის სასარგებლოდ. მუხლი 8. პრეტენზიები 1. მყიდველი ვალდებულია მიწოდების დროს ან მაქსიმალურად მოკლე დროში მიწოდებიდან გულდასმით განახორციელოს საქონლის დათვალიერება. მყიდველი უნდა დარწმუნდეს, რომ მიღებული საქონელი შესაბამისობაშია ხელშეკრულებასთან, საქონელი შესაბამისი რაოდენობითაა, მიღებული საქონელი პასუხობს მხარეებს შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის ყველა მოთხოვნილებას. 2. მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მყიდველი მოვალეა წერილობითი ფორმით აცნობოს Enza Zaden-ს ყველა ხილული დეფექტის და ნაკლის შესახებ. დაფარული დეფექტების შემთხვევაში, მათი აღმოჩენის შემდეგ ასევე 5 სამუშაო დღეში უნდა ეცნობოს კომპანიას. 3. წერილობით შეტყობინებაში უნდა იყოს ინფორმაცია საქონლის გაგზავნის შესახებ (თესლების პარტიის ნომერი, შეფუთვის ფურცელი და ანგარიშის მონაცემები, პრეტენზიის საფუძველი, დამამტკიცებელი მასალები (ფოტოები, ექსპერტის დასკვნა და ა.შ.), რომლებიც შესაძლოა დაამოწმოს Enza Zaden-მა ან მესამე მხარემ. მყიდველმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები საქონლის გამოყენების და მდგომარეობის შესახებ. Enza Zaden-ის მოთხოვნით, მყიდველი ვალდებულია თავისი ხარჯით ხელი შეუწყოს საქონლის ნებისმიერ შემოწმებას, გამოცდას ან სხვა გამოკვლევას. 4. მყიდველს არა აქვს უფლება დააბრუნოს საქონელი, თუ ეს არ არის შეთანხმებული Enza Zaden-თან წერილობითი ფორმით. 5. თუ Enza Zaden არ მიიღებს წერილობით შეტყობინება პრეტენზიის შესახებ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ითვლება, რომ მყიდველმა მიიღო საქონელი. ყველა განცხადება ზიანის ან ზარალის ანაზღაურების შესახებ, თუ გაკეთებულია არაწერილობით ფორმით ან არა განსაზღვრულ დროში, არ იქნება მიღებული და მყიდველი იღებს პასუხისმგებლობას შესაბამის ზიანზე და ზარალზე. 6. თუ მხარეები ვერ თანხმდებიან საქონლის ხარისხში, მათ აქვთ უფლება, მიმართონ Naktuinbouw-ს შემოწმების ჩასატარებლად. შემოწმების საფასურს იხდის ბრალეული მხარე. შემოწმება ტარდება სერტიფიცირებულ ნიმუშზე და მხარეები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ მიღებული შედეგებით. 7. მოქმედი კანონმდებლობის მაქსიმალურად მისაღებ ხარისხში მყიდველის და Enza Zaden- ის პასუხისმგებლობა რეგულირდება მე-12 მუხლით. მუხლი 9. საკუთრების უფლების დაცვა 1. თუ არ არის მხარეების შეთანხმება კონკრეტულ საკითხზე, Enza Zaden ინარჩუნებს საკუთრების უფლებას საქონელზე, სანამ არ მოხდება ანგარიშების გადახდა, ასევე ხელშეკრულების პროცენტების და არასასამართლო აღსრულების ხარჯების გადახდა. 2. მყიდველი უფლებამოსილია გამოიყენოს Enza Zaden-ის პროდუქტი ჩვეულებრივი მოღვაწეობის დროს, მაგრამ არა აქვს უფლება გადასცეს საქონელი მესამე მხარეს გირაოს სახით და გამოიყენოს გარანტიის საშუალებად Enza Zaden-თან წერილობითი შეთანხმების გარეშე. 3. თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც მიეწოდება საქონელი, მოიცავს უფრო მეტად დამუშავებულ დებულებებს საკუთრების დაცვის შესახებ, ვიდრე მოცემულ მუხლშია, მაშინ ითვლება, რომ ეს დებულებები შეთანხმებულია მხარეებთან. 4. Enza Zaden-ის პირველი მოთხოვნისთანავე მყიდველი ვალდებულია ოფიციალურად მისცეს Enza Zaden-ს გირაოში ყველა საქონელი და მათი გამოყენების ყველა შედეგი ან მისცეს ყველა ნებისმიერი სხვა გარანტია, რომელიც შეესაბამება Enza Zaden-ის მოთხოვნებს. მუხლი 10. ფორსმაჟორული გარემოებები 1. ფორსმაჟორული გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში, თუ არ არის სასამართლოში მიმართვის საჭიროება, Enza Zaden-ს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხელშეკრულების მოქმედება. ფორსმაჟორული მდგომარეობის გახანგრძლივების შემთხვევაში კი შეუძლია ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ ანულირება. არცერთ აღნიშნულ შემთხვევაში Enza Zaden არ არის ვალდებული გადაუხადოს კომპენსაცია მყიდველს ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებასთან ან გაუქმებსთან დაკავშირებით. 2. ფორსმაჟორული მდგომარეობა ნიშნავს 80 | Enza Zaden Enza Zaden | 81

Enza Zaden Brochures