Views
5 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

მწვანილეულ-სანელებლები ქინძი რუკოლა ტრიცია | Tricia რუკოლას ახალი, სწრაფად მზარდი ჯიში. ინვითარებს ფოთლების ვერტიკალურად წამოწეულ როზეტს. დამახასიათებელია დიდი ზომის ფოთლები. მცენარის მაღალი გათანაბრებულობა. გამძლეა პერენოსპოროზის მიმართ. რეკომენდებულია მთელი წლის მანძილზე მოსაყვანად ღია და დახურულ გრუნტში. განკუთვნილია ნედლი პროდუქციის ბაზრისა და გადამუშავებისათვის. მარინო | Marino ქინძი ძლიერ დანაკვთული, დაკბილულ კიდეებიანი ფოთლებით და წვრილი ღეროებით. შედარებით გამძლეა აყოჩების მიმართ. შესაძლებელია მისი მოყვანა მაღალი ტემპერატურის დროს. მთელი სეზონის მანძილზე ღია და დახურულ გრუნტში საწარმოებლად. მარინო | Marino ოხრახუში იტალიური გიგანტი | Gigante d’Italia გლუვფოთლებიანი ოხრახუშის ცნობილი მაღალმოსავლიანი ჯიში. მსხვილი, საშუალოდ გაპობილი მუქი მწვანე ფოთოლი. ახასიათებს სწრაფი ზრდა. ძლიერი სასიამოვნო არომატი. გამოიყენება მთელი წლის მანძილზე ღია და დახურულ გრუნტში საწარმოებლად. გრაცია | Grazia რუკოლას ჯიში, რომელსაც ახასიათებს ფოთლების მუქი მწვანე შეფერვა, მცენარის ერთგვაროვნება და კომპაქტურობა. ფოთლები ლამაზად დაჭრილი უსწორმასწორო კიდეებით. მცენარე შესანიშნავია კონაშიც და როზეტშიც. მოსავლის აღების შემდეგ ფოთლები დიდხანს ინარჩუნებენ სინედლეს. გააჩნია მაღალი გამძლეობა აყოჩების მიმართ. განკუთვნილია ნედლად მოსახმარად და სამრეწველო გადამუშავებისთვის. გრაცია | Grazia ვეგა | Wega გოლდკროუნი | Goldkrone ვეგა | Wega ხუჭუჭა ოხრახუშის ახალი ჯიში. ვერტიკალურად მზარდი მცენარე მოკლე ღეროებით. მცენარის მაღალი თანაბრობა. დიდხანს ინარჩუნებს შესანიშნავ სასაქონლო სახეს. გამოიყენება მთელი წლის მანძილზე ღია და დახურულ გრუნტში საწარმოებლად. განკუთვნილია ნედლი პროდუქციის ბაზრისა და გადამუშავებისათვის (შრობა). კამა გოლდკროუნი | Goldkrone ტეტრაპლოიდური ჯიში, რაც უზრუნველყოფს მოსავლის მაღალ პოტენციალს და აყოჩებისადმი გამძლეობას ცხელი ამინდის პირობებშიც კი. ფოთოლი წვრილად გაპობილია, მუქი მწვანე ფერისაა, საშუალოდ გამოკვეთილი ცვილისებური ნაფიფქით. რეკომენდებულია მთელი წლის მანძილზე საწარმოებლად ღია და დახურულ გრუნტში. გრინ სლივი | Green Sleeves საადრეო საიმედო ჯიში წვრილად გაპობილი, მუქი მწვანე ფოთლებით. რეკომენდებულია მთელი წლის მანძილზე მოსაყვანად ღია და დახურულ გრუნტში მწვანილის სწრაფად მოსაყვანად. სხვა ჯიშებთან შედარებით ინვითარებს ფოთლების მასის დიდ მოცულობას. ტანაცია | Tanazia ტრიციის ტიპის ახალი პროდუქტიული და სიცივისადმი გამძლე ჯიში. ახასიათებს აყოჩების მიმართ გამძლეობა საგაზაფხულო და საშემოდგომო წარმოების დროს. კარგად ინახება მოსავლის აღების შემდეგ. კოლტივატა | Coltivata სასალათე ან ბაღის რუკოლას სწრაფადმზარდი, მაღალპროდუქტიული ჯიში. ინვითარებს ოვალური ფორმის მსხვილ ფოთლებს. რეკომენდებულია მთელი წლის მანძილზე მოსაყვანად ღია და დახურულ გრუნტში. განკუთვნილია ნედლად მოსახმარად და სამრეწველო გადამუშავებისთვის. მანგოლდი (ჭარხლის ფოთოლი) რუბინოა | Rubinoa მანგოლდის ახალი ჯიში. ინვითარებს მუქი მწვანე, საშუალოდ დაბუშტული ფოთლების მოცულობით როზეტს. განკუთვნილია ნედლად მოსახმარად და გადამუშავებისთვის. მჟაუნა (ღოლო) ბელვილი | Belleville მჟაუნას საიმედო და გამოცდილი ჯიში. ტრადიციულად გამოიყენება ნედლი სახით მოსახმარად და სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. ინვითარებს ნაზი, მწვანე ფოთლების მსხვილ როზეტს. კოლტივატა | Coltivata რუბინოა| Rubinoa 74 | Enza Zaden Enza Zaden | 75

Enza Zaden Brochures