2001 წლიდან ენზა ზადენის ბოსტნეულის ასორტიმენტი შეივსო მწვანილეულ-სანელებელი კულტურებით. კომპანიის გასაღების მთავარი ბაზრებია სკანდინავიის და ბენელუქსის ქვეყნები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, კანადა და აღმოსავლეთ ამ რეგიონებში გავრცელებული ძირითადი კულტურებია რეჰანი, კულტურებია რეჰანი, ქინძი, ოხრახუში, კამა, რუკოლა. კომპანიის სელექციონერები თანამშრომლობენ დისტრიბუტორებთან და სავაჭრო ქსელებთან. ასეთი თანამშრომლობის შედეგად შექმნილია მწვანილის მთელი რიგი ახალი თაობის ჯიშები და ჰიბრიდები, რომლებიც გამოირჩევიან ფიტოფტორას და ფუზარიოზის მიმართ მაღალი საველე გამძლეობით. კომპანია ენზა ზადენი უკვე არსებული სასელექციო მასალის განახლება-სრულყოფის მუდმივ ძიებაშია. ბოლო წლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესებაში. ენზა ზადენის პროდუქცია, საუკეთესო შენახვისუნარიანობის წყალობით, იდეალურია დიდ მანძილებზე ტრანსპორტირებისავის. კომპანიის სელექციონერები ცდილობენ პლასტიური და ასაღებად მოსახერხებელი ჯიშების და ჰიბრიდების შერჩევას. ყველა ჩამოთვლილი თვისება განაპირობებს წარმოების მაღალ პროდუქტიულობას და რენტაბელობის ამაღლებას. ენზა ზადენის ყველა სიახლე გადის ტესტირებას საცდელ სადგურებში, კვლევით დაწესებულებებში, ასევე პროფესიონალ მეწარმეებში მათი უნიკალური და განსაკუთრებული თვისებების დადასტურების მიზნით. ისეთი ფართოდ ცნობილი კულტურების გარდა, როგორიცაა რეჰანი, ოხრახუში და ქინძი, კომპანიის ასორტიმენტში წარმოდგენილია ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან საინტერესო კულტურები: მჟაუნა, ქონდარი, ბეგქონდარა, თავშავა (ორეგანო), ბარამბო (მელისა), კერველი, კვლიავი, როზმარინი, ლავანდა და სხვა. მწვანილეულ-სანელებლები რეჰანი როზი | Rosie რეჰანი ფოთლებისა და ღეროების იისფერი შეფერილობით. კომპაქტური, ვერტიკალურად მზარდი მცენარე მაგარი ღეროებით. დაბალი ინტენსივობის სინათლის პირობებშიც ინარჩუნებს შეფერვის სიმკვეთრეს და ერთგვაროვნებას. გამოირჩევა სწრაფი ზრდით და მკვეთრი არომატით. ლემონა | Lemona რეჰანი ლიმონის გამოკვეთილი არომატით. ოვალური ფორმის თხელი, გლუვი ფოთოლი. ახასიათებს სწრაფი ზრდა. რეკომენდებულია მთელი სეზონის მანძილზე საწარმოებლად ღია და დახურულ გრუნტში. ედვინა | Edwina საიმედო, სწრაფადმზარდი ჯიში მთელი წლის განმავლობაში ღია და დახურულ გრუნტში მოსაყვანად. საუკეთესო შედეგები დაბალი ინტენსივობის სინათლის პირობებში მოყვანისას. მცენარის მაღალი თანაბრობა. ემილი | Emily კომპაქტური ჯიში მოკლე მუხლთშორისებით. წაგრძელებული, გამობერილი მუქი მწვანე საშუალო ზომის ფოთლები ძალიან ინტენსიური არომატით. დიდხანს ინარჩუნებს მიმზიდველ სასაქონლო სახეს. რეკომენდებულია მთელი სეზონის მანძილზე საწარმოებლად ღია და დახურულ გრუნტში. როზი | Rosie ლემონა | Lemona ედვინა | Edwina 72 | Enza Zaden Enza Zaden | 73
ბოსტნეული კუ
,,ვიტალისი”---
პომიდორი ბელ
პომიდორი გუა
პომიდორი დეტ
Loading...
Loading...
Loading...
Enza Zaden Global |
+31 (0) 228-350100 | info@enzazaden.com |
Disclaimer | Privacy Policy | Resistances | Cookies |