enzazaden
Views
5 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

არდი

არდი (ენდივი) ნიახური ბეკელე | Bekele ენდივი დაკბილული ფორმით ბეკელე | Bekele მუქი მწვანე ხუჭუჭა არდი (ენდივი) მძიმე, მოცულობითი როზეტით საგაზაფხულო წარმოებისათვის. კარგად იტანს მსუბუქ წაყინვებს და არ ახასიათებს აყოჩება ცივი პირობების შემთხვევაში. ლამაზი მკვრივი ფოთოლი. იდეალურია სალათებში ზედაპირულად მოხმარებისათვის. მირნა | Myrna იდეალურია ზაფხულის და შემოდგომის პერიოდებში მოსაყვანად, ახასიათებს აყოჩებისადმი და ნეკროზისადმი მედეგობა. აქვს ფოთლის ხვეული მიმზიდველი ფორმა. ზიდანე | Zidane სწრაფად მზარდი ჯიში, ინვითარებს კომპაქტურ როზეტს, გამოსადეგია როგორც მთლიანი როზეტით, აგრეთვე ცალკე ფოთლებით ასაღებად. რადიჩიო-ისპანახის სალათი ჯიოვე F1 | Giove ტრევიზოს ტიპის რადიჩიოს ახალი ჰიბრიდი. წაგრძელებული მკვრივი და მსხვილი თავები მუქი მწვანე შეფერილობით და თეთრი დაძარღვით. თავის სიგრძე 22-23 სმ. სწრაფად იკრეფს წონას. შესანიშნავი სასაქონლო სახე. გამძლეა აყოჩების მიმართ ცივ ამინდში. რეკომენდებულია გაზაფხულზე და შემოდგომაზე საწარმოებლად. საუკეთესოდ გამოიყურება სალათის კერძებში. ვეგეტაციის პერიოდი 80-90 დღე ჩითილების გადარგვის შემდეგ. იბისი | Ibis ფესვური ნიახურის ძალიან საადრეო ჯიში, ადვილად ასაღები. ინვითარებს მსხვილ, გლუვ ძირხვენებს. განკუთვნილია გადამუშავებისთვის და ნედლი სახით მოსახმარად. გამძლეა თეთრი ლაქიანობის (სეპტორიოზის) მიმართ. სელტოპი | Celtop ფოთლოვანი ნიახურის საადრეო ჯიში. ინვითარებს 30 სმ-მდე სიმაღლის, მბზინვარე მუქ- მწვანე ფოთლებიან მოცულობით როზეტს. მცენარე იზრდება ვერტიკალურად, გამოდგება მჭიდრო რგვისათვის. განკუთვნილია გადამუშავებისთვის და ნედლი სახით მოსახმარად. რეკომენდებულია ღია და დახურულ გრუნტში მოსაყვანად. კორნ სალათი აქცენტი | Accent ვერტიკალურად მზარდი ჯიში საგაზაფხულო და საშემოდგომო წარმოებისათვის ღია და დახურულ გრუნტში. ძალიან სწრაფი ზრდა. მკვრივი, მომრგვალო ფოთოლი მოკლე ყუნწით. ფავორი | Favor პლასტიური და ასაღებად მსუბუქი ჯიში ყველა სეზონზე საწარმოებლად ღია და დახურულ გრუნტში. მბზინავი, ოვალური მუქი მწვანე ფოთოლი მოკლე ყუნწით. მცენარის მაღალი თანაბრობა. იბისი | Ibis ჯიოვე F1 | Giove ვესპერო F1 | Vespero ურანუსის ტიპის რადიჩიოს ახალი ჰიბრიდი. ნაზი-მწვანე ფერის წაგრძელებული, მკვრივი და მსხვილი თავები. თავის სიგრძე 24-25 სმ. სწრაფად იკრეფს წონას. შესანიშნავი სასაქონლო სახე. განკუთვნილია სალათებში მოსახმარად და ნედლი სახით რეალიზაციისათვის, ასევე გადასამუშავებლად. გამძლეა აყოჩების მიმართ ცივ ამინდში. რეკომენდებულია გაზაფხულზე, ადრე ზაფხულში და შემოდგომაზე საწარმოებლად. საუკეთესოდ გამოიყურება სალათის კერძებში. ვეგეტაციის პერიოდი 80-90 დღე ჩითილების გადარგვის შემდეგ. იუვალონი | Juwallon საადრეო ჯიში. საუკეთესო ხარისხის მბზინვარე ოვალური ფოთოლი. ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე ღია და დახურულ გრუნტში საწარმოებლად. იუვერტი | Juvert ოვალური ფორმის მუქი-მწვანე ფოთლები, დიდხანს ინარჩნებს სასაქონლო სახეს, რეკომენდებულია ადრეულ ზაფხულზე და შემოდგომაზე მოსაყვანად. აქცენტი | Accent ვესპერო F1 | Vespero იუვერტი | Juvert 70 | Enza Zaden Enza Zaden | 71

Copied successfully!

Enza Zaden Brochures