Views
3 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

სალათები

სალათები აისბერგ სალათი დამიონი | Damion სალათის ახალი სწრაფადმზარდი ჯიში მუქი-მწვანე შეფერილობით. ინვითარებს საშუალო ზომის მომრგვალო თავებს შესანიშნავი შინაგანი სტრუქტურით. განკუთვნილია ნედლი პროდუქციის ბაზრისა და გადამუშავებისთვის. გამძლეა აყოჩებისა და შინაგანი ნეკროზის მიმართ. რეკომენდებულია საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურაში წარმოებისათვის. დაიმონდი | Diamond ძალიან პლასტიური ჯიში სტრესის მიმართ საუკეთესო გამძლეობით. ინვითარებს მსხვილ მომრგვალო თავებს ლამაზი შინაგანი სტრუქტურით. გამძლეა აყოჩების, შინაგანი ნეკროზისა და ფოთლების კიდურა დამწვრობის მიმართ. განკუთვნილია ნედლი პროდუქციისა და გადამუშავებისთვის. თბილ რეგიონებში რეკომენდებულია საგაზაფხულო და საშემოდგომო წარმოებისთვის, ასევე გვიან გაზაფხულზე და ადრე ზაფხულში შედარებით ცივი რეგიონებისათვის. დამიონი | Damion სალათი მთელ მსოფლიოში პოპულარული კულტურაა. მისი მოხმარება იზრდება ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა დაბალი კალორიულობა, მაღალი კვებითი ღირებულება, მოხმარების სიმარტივე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბაზარზე დაფასოებული სასალათე ნედლეულის მიწოდების მხრივ. ენზა ზადენი აღიარებული მსოფლიო ლიდერია სალათის სელექციაში. კომპანია დიდ ძალისხმევას მიმართავს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საუკეთესო ხარისხის პროდუქტის შესაქმნელად. გარდა ამისა, კომპანია ორიენტირებულია ისეთი სპეციფიური პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც აკმაყოფილებს მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლს: მწარმოებელს, გამყიდველს და მომხმარებელს. ბეიო ზადენის სელექციონერები მუშაობენ სალათის ისეთი თვისებების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა ფოთლის ტექსტურა, გემო, შენახვისუნარიანობა, დაავადებებისადმი და აყოჩებისადმი გამძლეობა. ენზა ზადენის სალათების ასორტიმენტი ძალიან დიდია. ძირითადი ტიპებს, რომელთა სელექციაც მიმდინარეობს, წარმოადგენს აისბერგი, რომანო, ლოლო როსა, ბიონდა, ბატავია და სხვა. სალათის ნებისმიერი ჯიშის კომერციული წარმატების საფუძველია წინასწარი მრავალჯერადი გამოცდა უშუალოდ იმ რეგიონებში, სადაც დაგეგმილია მისი წარმოება. სტილისტი | Stylist რეკომენდებულია გვიან გაზაფხულზე და ადრე შემოდგომაზე მოსაყვანად, ინვითარებს საშუალო ზომის მომრგვალო თავებს, შესანიშნავი სტრუქტურით, გამძლეა ბუგრების მიმართ ბოტიოლა | Botiola სალათის ზამთრის სტანდარტული ჯიში, შემოდგომასა და ზამთარში მოსაყვანად, გამოირჩევა თავის კარგი წონითა და შესანიშნავი ხარისხით, დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო სახეს. მილიონი | Million სალათი ჯიში მსხვილი, მუქი მწვანე ფერის თავებით. განკუთვნილია ნედლი სახით გასაღებისა და გადამუშავებისათვის. გამძლეა აყოჩების, შინაგანი ნეკროზისა და ფოთლების კიდურა დამწვრობის მიმართ. დაიმონდი | Diamond სტილისტი | Stylist 64 | Enza Zaden Enza Zaden | 65

Enza Zaden Brochures