Enza Zaden Brochures

Views
3 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

აღმოსავლეთ ევროპაში ბოლოკი ერთ-ერთი პირველი ბოსტნეულია, რომელიც ადრე გაზაფხულზე შემოდის. ბოლოკი შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს. მისი ცხარე გემო განპირობებულია ნაყოფებში მდოგვის მჟავას არსებობით. ბოლოკს აწარმოებენ პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში პლასტიკურსაფარიან, მინის სათბურებსა და ღია გრუნტში. აღმოსავლე ევროპის ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჰიბრიდი სელესტა, რომელიც გამოირჩევა შეუდარებელი ხარისხით, პლასტიურობით და დაავადებებისადმი გამძლეობით. ენზა ზადენი აქტიურად მუშაობს ჰიბრიდების გამძლეობის მიმართულებით. ბოლოკის წარმოებაში ძირითად პრობლემას წარმოდგენს ფუზარიოზი და პერენოსპოროზი. დაავადებებისადმი გამძლე ჰიბრიდები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, რადგან მათ უპირატესობას წარმოადგენს სტაბილური მაღალი მოსავალი და საიმედოობა. ჩვეულებრივი ბოლოკის სათესლე მასალის გარდა კომპანიას გააჩნია დაკალიბრებული თესლი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიან აღმოცენებას და ძირხვენების ერთდროულად დამწიფებას. ტრადიციულ წითელ ბოლოკთან ერთად კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს თეთრი ფერის ძირხვენებიან, ასევე ე.წ. ფრანგული საუზმის ტიპის ბოლოკს. ბოლოკი სელესტა F1 | Celesta საერთო მახასიათებლები: • მცენარე: კომპაქტური, სწორმდგომი ფოთლებით • ნაყოფის ზომა: 3-4 სმ • ნაყოფის ფორმა: მრგვალი • ნაყოფის წონა: 20-25 გრ • ნაყოფის ფერი: ღია წითელი თეთრი შინაგანი სტრუქტურით უპირატესობა: ყველაზე მოსავლიანი და საიმედო ჰიბრიდი ყველა სეზონზე მოყვანისათვის. გააჩნია უნიკალური პლასტიურობა და სტრესისადმი გამძლეობა. განკუთვნილია პლასტიკურ სათბურებში და ღია გრუნტში საწარმოებლად. სუსტი განათების მიუხედავად ძირხვენა ზევით არ იწევს. შესანიშნავად ინარჩუნებს ფერსა და ბზინვარებას გარეცხვისა და ხანგრძლივი ტრანსპორტირების შემდეგ. გამოსადეგია წონით და კონებით რეალიზაციისათვის. გამძლეა აყოჩების და დახეთქვის მიმართ. ახასიათებს გამძლეობა პერენოსპოროზის მიმართ. ვენა F1 | Vienna საერთო მახასიათებლები: • მცენარე: ძლიერი, კომპაქტური • ნაყოფის ზომა: 4-5 სმ • ნაყოფის ფორმა: მრგვალი • ნაყოფის წონა: 30-35 გრ • ნაყოფის ფერი: ღია წითელი თოვლივით თეთრი შინაგანი სტრუქტურით უპირატესობა: საშუალო-საადრეო ჰიბრიდი ყველა სეზონზე წარმოებისათვის. ინვითარებს მსხვილ ძირხვენებს სიცარიელების გარეშე. ინარჩუნებს ინტენსიურ წითელ ფერს და ბზინვარებას გარეცხვის შემდეგ. ძირხვენასთან ფოთლების კარგი მიმაგრების გამო საუკეთესოდ რეალიზდება კონებით და წონით. შესაძლებელია მისი მოყვანა პლასტიკურ საფარიან სათბურებში გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ასევე ზაფხულში ღია გრუნტის პირობებში. ინარჩუნებს ძირხვენის საუკეთესო ხარისხს მინდორში ძირებზე შენახვის დროს. არ ახასიათებს დასკდომა და აყოჩება. სელესტაF1 | Celesta ვენაF1 | Vienna 62 | Enza Zaden Enza Zaden | 63