Views
5 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

ხახვი

ხახვი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად მოხმარებადი კულტურაა. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აწარმოებენ 50-დან 100 მილიონამდე ტონა ხახვს. 1 კაცზე საშუალო მოთხოვნილება წელიწადში შეადგენს 10,5 კგ-ს. ენზა ზადენი სელექციას ყველა ძირითად სეგმენტში ეწევა, მაგრამ ყველაზე დიდი განვითარება ჰპოვა მოკლე და საშუალო დღის ხახვის პროგრამამ, რომლის წილზედაც მოდის გაყიდვების ძირითადი მოცულობა. 2003 წელს ენზა ზადენმა შეიძინა ავსტრალიური კომპანია Yates-ის სელექციური პროგრამა. 60 წლის არსებობის მანძილზე Yates-მა დააგროვა დიდი გამოცდილება და მოკლე და საშუალო დღის ხახვის უნიკალური სელექციური მასალა, რომლის განვითარებაზეც წარმატებით აგრძელებს მუშაობას ენზა ზადენი. კომპანიის ხახვის ჰიბრიდების გლობალური წარმატების საფუძველია გრძელი და ნაყოფიერი სასელექციო მუშაობის ისტორია მთელი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებსა და კლიმატურ ზონებში. ამის შედეგია საიმედო და პლასტიური ჰიბრიდების შექმნა. ბოლქვის საუკეთესო ხარისხი, შენახვის გრძელი ვადა, ფოთლისა და ფესვის დაავადებებისადმი გამძლეობა, კონკრეტული რეგიონებისთვის სპეციალურად ადაპტირება წარმოადგენს ენზა ზადენის ჰიბრიდების საკვანძო მახასიათებლებს. ბოლო 13 წლის მანძილზე კომპანია აქტიურად ახორციელებს გრძელი დღის ხახვის სელექციას იტალიის, ესპანეთის, ჰოლანდიის და აშშ -ს სასელექციო სადგურებში. ხახვი ზოიF1 | Zoey საერთო მახასიათებლები: • მწიფობის ვადა: საადრეო • ბოლქვის ფორმა: მომრგვალო • ბოლქვის ზომა: საშუალოდან მსხვილამდე • თესვის ნორმა: 0,9-1 მილიონი თესლი 1 ჰა-ზე უპირატესობა: საადრეო ჰიბრიდი, ესპანური ტიპის, მოსავლიანობის მაღალი პოტენციალით. რეკომენდებულია პირდაპირი თესვისათვის, ასევე ჩითილების გადარგვით მოყვანისათვის. ღერო ვერტიკალურად დგას, მწვანე ფერის ცვილისებური ნაფიფქით. ბოლქვები სწრაფად ფორმირდება, თანაბარი ზომის, 1-2 მშრალი, ყავისფერი ქერცლით და წვრილი ყელით. ახასიათებს რიგში კარგი დგომა , ტკბილი გემო. განკუთვნილია ახალი პროდუქტის ბაზრისთვის და 4 თვემდე შესანახად. იატობა F1 (E61D.10036) | Jatoba საერთო მახასიათებლები: • მწიფობის ვადა: საადრეო • ბოლქვის ფორმა: მომრგვალო • ბოლქვის ზომა: საშუალოდან მსხვილამდე • თესვის ნორმა: 0,9-1 მილიონი თესლი 1 ჰა-ზე უპირატესობა: ესპანური ტიპის ჰიბრიდი. საადრეო მოსავლიანობა შერწყმულია მაღალ სასაქონლო ღირებულებასთან. ფოთლები სწორმდგომია მწვანე ფერით და ცვილისებური ნაფიფქით. ბოლქვები თანაბარი ზომისაა, ზომიერად მწარე გემოთი, მიმზიდველი მოყავისფრო ბრინჯაოსფერი კაშკაშა შეფერილობით. ბოლქვის დამცავი ქერცლის რაოდენობა -2-3. განკუთვნილია ნედლი მოხმარებისთვის, გადასამუშავებლად და 4 თვემდე შენახვისათვის. ზოიF1 | Zoey იატობა F1 | Jatoba სამანტა F1 | Samantha საერთო მახასიათებლები: • მწიფობის ვადა: საშუალო-საგვიანო • ბოლქვის ფორმა: მომრგვალო • ბოლქვის ზომა: საშუალოდან მსხვილამდე • თესვის ნორმა: 1,0-1,25 მილიონი თესლი 1 ჰა-ზე უპირატესობა: ესპანური ტიპის პლასტიური ჰიბრიდი, გამძლე სტრესის და არახელსაყრელი პირობების მიმართ. ღერო მძლავრი და სწორმდგომია, კარგი ცვილისებური ნაფიფქით. ბოლქვები აგროვებენ საკმარისი რაოდენობის მშრალ ნივთიერებას, რაც წარმოადგენს აუცილებელ პირობას ხარგრძლივი შენახვისათვის 7-8 თვის განმავლობაში. ინვითარებს 3-4 დამცავ ქერცლს კაშკაშა ინტენსიური ბრინჯაოსფერი შეფერვით. ჰიბრიდი გამოსადეგია მოსავლის მექანიზირებული აღებისათვის. სამანტა F1 | Samantha 58 | Enza Zaden Enza Zaden | 59

Enza Zaden Brochures