Views
1 year ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

საზამთროს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ აფრიკა, თუმცა ცნობილია, რომ ის მოყავდათ ძველ ეგვიპტეშიც. ეგვიპტედან საზამთრო გავრცელდა ინდოეთამდე და ჩინეთამდე, სადაც ამჟამად მსოფლიო მასშტაბით ამ კულტურის ყველაზე დიდი წარმოებაა თავმოყრილი. არაბების მიერ პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ აზიის გავლით მეთერთმეტე საუკუნეში საზამთრო მოხვდა ევროპაში და მრავალი ქვეყნის საყვარელი პროდუქტი გახდა. სასელექციო სადგურები, რომლებიც განთავსებულია იაპონიაში, ტაილანდში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეწევიან სამუშაოებს მსოფლიოს ყველა ძირითადი საზამთროს მწარმოებელი რეგიონისათვის. ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია მისი ჯიშები და ჰიბრიდები სპეციფიური ტიპის მცენარით და ნაყოფებით. რამოდენიმე წლის წინ ენზა ზადენმა დაიწყო საზამთროს საკუთარი სასელექციო პროგრამა. ამ სამუშაოს წარმატებული შედეგია ჰიბრიდები მარისტო და ტამტამი, რომლებიც ძალიან პოპულარულები გახდნენ მომხმარებლებში. საზამთრო მარისტო F1 | Maristo საერთო მახასიათებლები: • სიმწიფის ვადა: 60-65 დღე გადარგვიდან • ნაყოფის ფორმა: მრგვალიდან ოვალურამდე • ნაყოფის წონა: 9-11 კგ • კანის ფერი: მუქი მწვანე, ზოლებიანი • რბილობის ფერი: ინტენსიური წითელი უპირატესობა: საადრეო სიმწიფის ახალი ჰიბრიდი მსხვილი მომრგვალო ნაყოფებით, ძალიან მიმზიდველი მუქი-მწვანე შეფერილობით, ლამაზი კონტრასტული ზოლებით. ნაყოფებს გააჩნია მაღალი გამძლეობა მზის სიდამწვრის მიმართ. რბილობი ინტენსიური წითელი ფერისაა, ბოჭკოების (ძარღვების) გარეშე, ძალიან ტკბილია (12-13 % ბრიკსის შკალით) და არომატული. ჰიბრიდი ავლენს საუკეთესო შედეგებს მოწესრიგებული რწყვის პირობებში. აქვს ტრანსპორტირების და ხანგრძლივი რეალიზაციის კარგი მახასიათებლები. სასაქონლო პროდუქციის მაღალი გამოსავალი ხდის ამ ჰიბრიდს განსაკუთრებით მიმზიდველს სამომხმარებლო ბაზარზე. მარისტო F1 | Maristo ტამტამი F1 | Tamtam საერთო მახასიათებლები: • სიმწიფის ვადა: 58-62 დღე გადარგვიდან • ნაყოფის ფორმა: მომრგვალო ოვალური • ნაყოფის წონა: 8-10 კგ • კანის ფერი: ღია მწვანე, ზოლებიანი • რბილობის ფერი: ინტენსიური წითელი უპირატესობა: საადრეო დელიკატესური საზამთროს ახალი ჰიბრიდი. რბილობს ახასიათებს სასიამოვნო ხრაშუნა სტრუქტურა. ჰიბრიდს ახასიათებს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების შენარჩუნება სხვადასხვა ვადებისა და მოვლა-მოყვანის პირობებში. ჰიბრიდი არ მოითხოვს მაღალ აგროტექნიკას, შესაძლებელია მისი მოყვანა ჩითილების გამოყვანით და პირდაპირ მინდორში თესვით. ორიგინალური შეფერვა და შესანიშნავი გემო ხელს უწყობს ამ საზამთროს რეალიზაციას სეზონის დაწყებისთანავე. ტამტამი F1 | Tamtam ჰიბრიდი ვეგეტაციის პერიოდი, დღე ნაყოფის წონა, კგ წარმოების ტიპი ნაყოფის ფორმა შენიშვნა მარისტო F1 | Maristo 60-65 9-11 მაღალპროდუქტიული, მიმზიდველი ნაყოფით გამორჩეული ჰიბრიდი ტამტამი F1 | Tamtam 58-62 8-10 შესანიშნავი გემური თვისებები რეგისტრაციის პროცესში 50 | Enza Zaden Enza Zaden | 51

Enza Zaden Brochures

Пряно-вкусовые культуры 2019 | 2020
Лук 2019
Перец 2019
Тыква 2019
Огурец 2018 | 2019
Морковь
Салаты Eazyleaf
Дыня 2018
Қауын 2018
Редис | Дайкон 2017 | 2018
Тыква 2017 | 2018
Корнишон 2017 | 2018