Enza Zaden Brochures

Views
3 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

გოგრა

გოგრა მატილდა F1 | Matilda საერთო მახასიათებლები: • სიმწიფის ვადა: 105-110 დღე • ნაყოფის ფორმა: მსხლისებური, ოდნავ წახნაგური • ნაყოფის წონა: 4-5 კგ • კანის ფერი: მდოგვისფერი ყვითელი • რბილობის ფერი: ნარინჯისფერი გოგრა ოდითგანვე ცნობილი და საყვარელი კულტურაა აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიისათვის. ბოლო დროს გოგრა ძალიან პოპულარული გახდა, როგორც გემრიელი, ნოყიერი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი. ენზა ზადენისთვის გოგრის სელექციას დიდი მნიშვნელობა აქვს. კომპანია ერთ-ერთი ლიდერია ამ მხრივ მსოფლიო ბაზარზე, მის ასორტიმენტშია ისეთი პოპულარული ტიპის გოგრები, როგორიცაა რუხი გოგრა, კენტი, ბატერნატი, უჩიკი კური და ბევრი სხვა. ენზა ზადენის სასელექციო სადგურები განთავსებულია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში და ჰოლანდიაში. ძირითადი მიზანი სელექციისა მდგომარეობს ვირუსული და სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობის ამაღლებაში, შენახვის უნარის გაუმჯობესებაში, შიგთავსის მიმზიდველი ფერისა და ტკბილი გემოს ჩამოყალიბებაში. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ფერმერებთან თავისი ჰიბრიდების გამოცდის დროს, რაც იძლევა მათი სრულყოფის საშუალებას. უპირატესობა: ბატერნატის ტიპის სტრესისადმი მედეგი ჰიბრიდი პატარა სათესლე კამერით. პლასტიური ჰიბრიდი, იძლევა მაღალ სტაბილურ მოსავალს რთულ კლიმატურ პირობებში და სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით. შესანიშნავად ინახება, განკუთვნილია გადამუშავებისთვის და ნედლად მოსახმარად. ორანჟ სამერი F1 | Orange Summer საერთო მახასიათებლები: • სიმწიფის ვადა: 75-80 დღე • ნაყოფის ფორმა: მომრგვალო • ნაყოფის წონა: 1,2-1,6 კგ • კანის ფერი: მოწითალი ნარინჯისფერი • რბილობის ფერი: ნარინჯისფერი უპირატესობა: გოგრის ტიპი უჩიკი კურის ძალიან საადრეო და მაღალპროდუქტიული ჰიბრიდი. თითოეულ მცენარეზე წარმოიქმნება საშუალოდ 2-4 ნაყოფი 15-20 სმ დიამეტრის. ნაყოფების მაღალი თანაბრობა შესანიშნავი გემოთი და არომატით. სემფსონი F1 | Sampson საერთო მახასიათებლები: • სიმწიფის ვადა: 105-110 დღე • ნაყოფის ფორმა: ბრტყელი მომრგვალო, ოდნავ წახნაგური • ნაყოფის წონა: 5-7 კგ • კანის ფერი: ღია რუხი • რბილობის ფერი: ინტენსიური ნარინჯისფერი უპირატესობა: რუხი გოგრის მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი მცირე სათესლე კამერით. ინვითარებს 3,5 მეტრამდე განშტოებებს. თითოეულ მცენარეზე ყალიბდება 2-4 ნაყოფი 30 სმ და მეტი დიამეტრით. გამოირჩევა შენახვის და ტრანსპორტაბელურობის მაღალი მაჩვენებლებით. ნაყოფები ინახება 6 თვემდე. განკუთვნილია სამრეწველო გადამუშავებისთვის და ნედლი სახით მოსახმარად. მატილდა F1 | Matilda ორანჟ სამერი F1 | Orange Summer სამპსონი F1 | Sampson 46 | Enza Zaden Enza Zaden | 47