Views
5 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

კომპანია

კომპანია ენზა ზადენის სელექციონერები რამოდენიმე მიმართულებით აწარმოებენ მუშაობას: ახლო აღმოსავლეთში პოპულარული თეთრი მოკლენაყოფა ყაბაყიდან ცუკინის ტიპის მუქ-მწვანე ყაბაყამდე, რომელიც იყიდება დასავლეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა სუპერმერკეტში. ყაბაყი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს და შედის ბევრი ცნობილი კერძის შემადგენლობაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ჰიბრიდმა არდენდო 174 F1 მაღალი პროდუქტიულობის, ნაყოფის ხარისხის და დაავადებებისადმი გამძლეობის წყალობით. კომპანიის ახალი ჰიბრიდები გამოირჩევიან ნაყოფის ინტენსიური შეფერილობით, რასაც ინარჩუნებენ ექსტრემალურად ცხელი ამინდის პირობებშიც კი. ყაბაყის მოსავლიანობის შემცირების მნიშვნელოვანი ფაქტორია ფიტოფტორა და ვირუსული ინფექციები, ამდენად, ამ დაავადებებისადმი გამძლეობა წარმოადგენს ამ კულტურის სელექციაში წარმატების მიღწევის უმთავრეს ფაქტორს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სასელექციო სადგურებში მიმდინარეობს კომპანიის ჰიბრიდების გამოცდა გამძლეობაზე და ადაპტაციაზე. ყაბაყი არდენდო 174 F1 | Ardendo174 საერთო მახასიათებლები: • მცენარე: ძლიერი, დაბუჩქული • ნაყოფის სიგრძე: 17-19სმ • ნაყოფის წონა: 300-400 გრ • ნაყოფის ფორმა: ცილინდრული • ნაყოფის ფერი: ღია მწვანე, მბზინავი კანით უპირატესობა: მაღალპროდუქტიული ჰიბრიდი ნედლი პროდუქციის საადრეო მოსავლის მისაღებად. კომპლექსური გამძლეობა დაავადებების მიმართ უზრუნველყოფს შესანიშნავ ხარისხს და ნაყოფის სასაქონლო სახეს მსხმოიარობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. არ ხასიათდება ნაყოფების დაწახნაგებით. გააჩნია მაღალი გამძლეობა მექანიკური დაზიანებების მიმართ მოსავლის აღების დროს. ნაყოფი კარგად ინახება, გამოსადეგია ხანგრძლივი ტრანსპორტირებისათვის და იდეალურია გადასამუშავებლად. რეკომენდებულია გაზაფხულზე პლასტიკურ სათბურებში, ხოლო ზაფხულსა და შემოდგომაზე ღია გრუნტში საწარმოებლად. ადელია F1 | Adelia საერთო მახასიათებლები: • მცენარე: ძლიერი, დაბუჩქული მოკლე მუხლთშორისებით • ნაყოფის სიგრძე: 17-19სმ • ნაყოფის წონა: 300-400 გრ • ნაყოფის ფორმა: ცილინდრული • ნაყოფის ფერი: მწვანე, პრიალა კანით უპირატესობა: ჰიბრიდი განკუთვნილია საადრეო ერთიანი მოსავლის მისაღებად. შესანიშნავი ხარისხის ნაყოფები, არ ახასიათებს დაკუთხვა. უზრუნველყოფს სტაბილურ გამონასკვას არასაკმარისი სინათლის და არახელსაყრელი კლიმატური ფაქტორების პირობებში. კომპლექსური გამძლეობა დაავადებების მიმართ უზრუნველყოფს გარანტირებულ მოსავალს საგაზაფხულო და საზაფხულო ბრუნვისას. გამოირჩევა ნაცრის მიმართ მაღალი გამძლეობით. აქვს დიდ მანძილებზე ტრანსპორტირების კარგი უნარი. რეკომენდებულია გაზაფხულზე პლასტიკურ სათბურებში, ხოლო ზაფხულსა და შემოდგომაზე ღია გრუნტში საწარმოებლად. არდენდო 174 F1 | Ardendo174 ადელია F1 | Adelia 40 | Enza Zaden Enza Zaden | 41

Enza Zaden Brochures