Views
5 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

,,ვიტალისი”--- ბოსტნეული კულტურების თესლი ორგანული მებოსტნეობისათვის ორგანული პროდუქციის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ტრენდია მსოფლიოში. ბოლო 16 წლის განმავლობაში ფართობები ორგანული მიწათმოწმედებისთვის გაიზარდა 4-ჯერ, სერთიფიცირებულია 2 მილიონზე მეტი ორგანული მიწათმოქმედი, რომელთა სამი მეოთხედი რეგისტრირებულია განვითარებად ქვეყნებში. ორგანული მიწათმოქმედების აქტიური განვითარების ტენდენცია აქტუალურია მსოფლიოს 170 ქვეყანაში და ეს ციფრი მატულობს ყოველწლიურად, რადგანაც ორგანული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადია მსოფლიოს ბაზარზე. ორგანული ბოსტნეულის პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელია ორგანული სათესლე მასალის გამოყენება. შპს ,,კარტლის აგროსისტემები“ თავაზობს თავის კლიენტებს ,,ენზა- ზადენის“ ჯიშებისა და ჰიბრიდების გარკვეულ ასორტიმენტს, რომელთა თესლი მიღებულია ორგანული მიწათმოქმედების მეთოდით. ამ სათესლე მასალის მწარმოებელია ,,ენზა ზადენის“ შემადგენლობაში არსებული სპეციალიზირებული საწარმო ,,Vitalis Biologische Zaden BV” , რომელიც განლაგებულია ნიდერლანდების ქალაქ ვორსტში . ორგანული მიწათმოქმედების მეთოდით ბოსტნეულის მოყვანის იდეა ასოცირებულია იმ ტექნოლოგიებთან, რომლებიც გამოიყენება ტრადიციულ მებოსტნეობაში. იყენებს რა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხარისხის სტანდარტებს, ,,ვიტალისის“ საწარმოების მუშაობა დაფუძნებულია ორგანული მიწათმოქმედების საბაზო პრინციპებზე (ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ეკოლოგიური სისუფთავე) შედეგად, მიღწეულია ინოვაციური გადაწყვეტილებანი სელექციასა და წარმოებაში, რამაც, თავის მხრივ უზრუნველყო ისეთი მაღალხარისხოვანი თესლის მიღების შესაძლებლობა, რომელთაგანაც შეიძლება გემრიელი და ამავე დროს, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულის მოყვანა. ,,ვიტალისი“ 1994 წელს შეიქმნა, ხოლო 1998 წელს დამოუკიდებელი კომპანიის სახით შევიდა ,,ენზა ზადენის“ ჯგუფის შემადგენლობაში. ამჟამად, კომპანია წარმოადგენს ორგანული მიწათმოქმედებისთვის გამიზნული თესლის წარმოებისა და მარკეტინგის მსოფლიო ლიდერს. კომპანია ,,ვიტალისის“ ძირითადი ამოცანაა მაღალი ხარისხის თესლის წარმოება, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი მახასიათებლები ორგანული მიწათმოქმედებისათვის. ამ მიზნისათვის კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს სხვადასხვა კულტურებისა და ჯიშების ფართო ასორტიმენტის თესლის გადარჩევასა და სელექციას. კომპანიაში წარმოებული თესლი სპეციალურად მოწმდება ორგანული მიწათმოქმედებისათვის და მხოლოდ ის სათესლე მასალა ხვდება კომერციულ ასორტიმენტში, რომლებიც პასუხობენ მკაცრ კრიტერიუმებს. ამგვარად, კომპანია ,,ვიტალისი“ თავის მომხმარებელს სთავაზობს ორგანული მიწათმოქმედებისათვის სპეციალურად გამოყვანილი თესლის ფართო არჩევანს. ,,ენზა ზადენის“ განვითარებული სადისტრიბუციო ქსელისა და საექსპორტო სისტემების გამოყენებით ,,ვიტალისი“ ამარაგებს თესლით ორგანული პროდუქციის მწარმოებლებს დედამიწის ყველა კუთხეში. დამატებითი ინფორმაციას კომპანიის ორგანული მიწათმოწმედების სათესლე მასალის ასორტიმენტზე გაეცნობით ვებ-გვერდზე: nl.biovitalis.eu სათესლე მასალის შეკვეთა და შეძენა შესაძლებელია საქართველოში ,,ენზა ზადენის“ წარმომადგენელთან შპს ,,კარტლის აგროსისტემების“ ქსელში შემავალ ფერმერთა მომსახურების ცენტრებში. წინასიტყვაობა პომიდორი კიტრი ტკბილი წიწაკა ცხარე წიწაკა ბადრიჯანი ყაბაყი ნესვი გოგრა საზამთრო კომბოსტო ყვავილოვანი კომბოსტო ბროკოლი კოლრაბი ხახვი მწვანე ხახვი ბოლოკი სალათი ენდივი ისპანახი ნიახური კორნ სალათი კამა სანელებელ-მწვანილეული კულტურები საძირე , ბოსტნეული კულტურებისთვის დაავადებათა მიმართ კულტურათა გამძლეობა თესლის მიწოდებისა და გაყიდვის ზოგადი პირობები 4 | Enza Zaden Enza Zaden | 5

Enza Zaden Brochures