Enza Zaden Brochures

Views
3 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

ენზა

ენზა ზადენის დასამწნილებელი (პიკული) კიტრის სელექციის პროგრამა შედარებით ახალია და აქვს ძალიან დიდი წარმატება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მწარმოებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო. კომპანიის სელექციონერები სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად ათვალიერებენ საცდელ- სადემონსტრაციო ნაკვეთებს, აკვირდებიან ბაზრის ტენდენციებს, განვითარების პერსპექტივას და მიღებულ ცოდნას იყენებენ თავიანთ სელექციურ მუშაობაში. ასეთი თანამშრომლობის წყალობით შექმნილია სწორედ ისეთი პროდუქტი, რომელიც პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. ჰიბრიდების სელექციაში გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, როგორიცაა მოსავლიანობა, ნაყოფების ხარისხი, ტრანსპორტაბელურობა, გამძლეობა და პლასტიურობა. ენზა ზადენის ჰიბრიდები აჩვენებენ შესანიშნავ შედეგებს გახანგრძლივებული სავეგეტაციო პერიოდის და ცვალებადი ამინდის პირობებში სხვადასხვა კლიმატურ ზონებში. მრავალი წლის მანძილზე კომპანია წარმატებით ანხორციელებს მოკლე გლუვნაყოფიანი კიტრის სელექციას შუა აზიის და კავკასიის ბაზრისათვის. კიტრი კიტრი პლასტიკურ საფარიან სათბურებში და ღია გრუნტში მოსაყვანად დასამწნილებელი (პიკული) კიტრი ბიორნი F1 | Bjorn საერთო მახასიათებლები: • მცენარე: დაბალანსებული, ღია, მოკლე გვერდითა ნამხრევებით • ნაყოფის სიგრძე: 10-12 სმ • ნაყოფის წონა: 100-120 გრ • ნაყოფის ფორმა: ცილინდრული • ნაყოფის ფერი: მუქი მწვანე, ნათელი ზოლების გარეშე უპირატესობა: საადრეო ჰიბრიდი ინტენსიური მოსავლიანობით. გამოირჩევა გვერდითა ნამხრევების ნელი ზრდით, რაც მოსახერხებელია მოვლის დროს. ჰიბრიდი თაიგულის ტიპის ყვავილობით, ინვითარებს 3-4 ნაყოფს ყოველ მუხლში. მოსავლის ძირითადი მასა ფორმირდება მთავარ ღეროზე. ნაყოფები მსხვილხორკლიანია მთელ სიგრძეზე, ერთგვაროვანია ფორმით ვეგეტაციის მთელი პირველი პერიოდის განმავლობაში. სტაბილურად ინასკვებს ნაყოფს და არ ყრის მათ ტემპერატურის ვარდნისა და არასრული განათებისას მიყენებული სტრესის დროს. ამ ჰიბრიდის განმასხვავებელი თვისებაა შენახვის კარგი უნარი და ტრანსპორტაბელურობა. რეკომენდებულია პლასტიკურ საფარიან სათბურებში პირველ და მეორე ბრუნვაში მოსაყვანად. ბიორნი F1 | Bjorn სედრიკი F1 | Cedrik საერთო მახასიათებლები: • მცენარე: მძლავრი, ნახევრადღია • ნაყოფის სიგრძე: 12-14 სმ • ნაყოფის წონა: 130-150 გრ • ნაყოფის ფორმა: ცილინდრული • ნაყოფის ფერი: მუქი მწვანე, ნათელი ზოლების გარეშე უპირატესობა: საადრეო ჰიბრიდი ინტენსიური და თანაბარზომიერი მოსავლიანობით. აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა. მაღალმოსავლიანი, ინვითარებს 2-4 ნაყოფს ყოველი ფოთლის უბეში. გამოირჩევა მსხვილხორკლიანი, მაღალი ხარისხის ნაყოფს სწრაფი და სტაბილური ერთიანი მოსავლით. საუკეთესო შენახვის უნარი და ტრანსპორტაბელურობა. რეკომენდებულია პლასტიკურ საფარიან სათბურებში პირველ და მეორე ბრუნვაში მოსაყვანად. სედრიკი F1 | Cedrik 20 | Enza Zaden Enza Zaden | 21