Enza Zaden Brochures

Views
3 years ago

Catalogue Georgia 2018 | 2019

  • Text
  • Enza
  • Zaden
  • Resistance
  • Intermediate
  • Zadenis
  • Mosaic
  • Tomato
  • Tswv
  • Bellfort
  • Agilis

ძვირფასო

ძვირფასო პარტნიორებო! კომპანია Enza Zaden მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული მსოფლიო ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში. კომპანია სათავეში უდგას ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე 100 კომპანიის სიას («Hillenraad 100»). 2016 წელს ოჯახური ბიზნესის ფონდმა აღიარა ჰოლანდიის საუკეთესო ოჯახურ კომპანიად. Enza Zaden შეიქმნა 1929 წელს და მისი მფლობელების უკვე მესამე თაობა წარმატებით უძღვება მის საქმიანობას. კომპანია, რომელშიც ირიცხება 1700-ზე მეტი თანამშრომელი, აგრძელებს მაღალკვალიფიციურ პერსონალში, ეფექტური ტექნოლოგიებისა და უახლესი აღჭურვილობაში ინვესტირებას. ხარისხი და ინოვაცია წარმოადგენს კომპანიის მოღვაწეობის ძირითად მიმართულებას. მისი მიზანია მიაწოდოს მომხმარებელს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბოსტნეულის ფართო ასორტიმენტი. კომპანია იყენებს მულტიკლონალურ მიდგომას და იმყოფება თავის კლიენტებთან მჭიდრო კონტაქტში, ცდილობს შექმნას ჯიშები და ჰიბრიდები, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება მომხმარებლის, მწარმოებლის და სავაჭრო ქსელის მოთხოვნებს. წარმოებული პროდუქტების შესანიშნავი ხარისხისა და უპირატესობების წყალობით მოგებაშია Enza Zaden-ის გაყიდვების ჯაჭვის ყველა რგოლი. კომპანიის ასორტიმენტი ითვლის 24 ბოსტნეული კულტურის 1100-ზე მეტ ჰიბრიდსა და ჯიშს, რომელთა შორის ძირითადია პომიდორი, წიწაკა, კიტრი, სალათი, ხახვი, ნესვი. კომპანიას გააჩნია 43 სამეცნიერო- კვლევითი სადგური და სავაჭრო წარმომადგენლობა, ასევე 3 ერთობლივი საწარმო 25 ქვეყანაში. დღეს Enza Zaden ერთ- ერთი ყველაზე სწრაფადმზარდი კომპანიაა მთელ მსოფლიოში. ყოველწლიურად კომპანია თავისი ბრუნვის 30%-ის ინვესტირებას ახდენს უახლეს სელექციურ ტექნოლოგიებში და სამეცნიერო მიღწევებში, ცდილობს იყოს მოვლენათა ეპიცენტრში, გაითვალისწინოს ბაზრის მოთხოვნილებები და განჭვრიტოს მისი განვითარების მიმართულებები.კომპანიის სელექციონერების და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შემოქმედებითი მიდგომა, გამოცდილება და გუნდური მუშაობა, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იძლევა სელექციაში წარმატების მიღწევის, უმოკლეს ვადებში მაღალი ხარისხის ჯიშების, ჰიბრიდების შექმნისა და ბაზარზე წარდგენის შესაძლებლობას. მათი მთავარი ამოცანაა საუკეთესო ხარისხის თესლის წარმოება. კომპანიის კლიენტების მოთხოვნილებების დროულად დაკმაყოფილებისთვის შექმნილია საწარმოო ნაკვეთები მთელ მსოფლიოში. Enza Zaden-ის სათესლე მასალის წარმოების განყოფილება მუდმივად ამუშავებს და ნერგავს თესლის აღმოცენების, ჯიშობრივი სიწმინდის და დაავადებებისგან დასენიანების ტესტირების ახალ მეთოდებს. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული ცდების შედეგად კომპანია გულდასმით არჩევს სასელექციო მასალას, რომელიც შეესაბამება ამა თუ იმ ბაზარს. მჭიდროდ თანამშრომლობს რა ადგილობრივ მწარმოებლებთან, კომპანია ითვალისწინებს ბაზრის ტენდენციებს, ზოგჯერ კი თვითონ კარნახობს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. გამომდინარე აქედან, იქმნება საუკეთესო ჯიშები და ჰიბრიდები, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება მომხმარებელთა მოთხოვნებს და ადგილობრივი წარმოების პირობებს. Enza Zaden-ის ჯიშები და ჰიბრიდები, განკუთვნილი ღია გრუნტისა და პლასტიკურ საფარიანი სათბურებისათვის, დიდი ხანია ცნობილია ქართველი მწარმოებლებისთვის. პომიდორის ჰიბრიდები „ლოჯეინი“, „ბელე“, „ბელფორტი“, კიტრის ჰიბრიდები „გუნარი“ და „სედრიკი“, წიწაკის „ვედრანა“, „ლოტა“, ყაბაყის „არდენდო 174“, ხახვის „სნაიპერი“, გოგრის „მატილდა“, ბოლოკის „სელესტა“, სალათის ჯიში „დაიმონდი“, ოხრახუშის „გიგანტე დე იტალია“, კამის „გოლდკროუნი“, რეჰანის „როზი“ ჯეროვნად იქნა შეფასებული პროფესიონალების მიერ. გთავაზობთ ახალ კატალოგს, რომელშიც ნაცნობ ასორტიმენტთან ერთად მოცემულია უახლესი სელექციური მასალა ღია და დახურული გრუნტისათვის. ახალი ჰიბრიდები წარმოადგენენ Enza Zaden-ის პროდუქტების როგორც ტრადიციულად ძლიერ ჯგუფებს: მსხვილნაყოფა პომიდორს, კონუსური ტიპის ტკბილ წიწაკას, საპიკულე კიტრს, ბოლოკს, სალათას, გოგრას, მწვანილეულობას, ასევე ახალ პოპულარულ სელექციურ მიმართულებებს: ვარდისფერ და დეტერმინანტულ პომიდორს, ხახვს, ყაბაყს, ბადრიჯანს, ყვავილოვან კომბოსტოს და ისპანახს. ამ ჯიშებისა და ჰიბრიდების უმეტესობა საშუალებას აძლევს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ფერმერებს მიაღწიონ წარმატებას ბოსტნეული კულტურების მოყვანაში. საქართველოში, სადაც Enza Zaden-ის წარმომადგენელია კომპანია „კარტლის აგროსისტემები“. ჩვენი კომპანიის კვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლები წარმოგიდგენენ სრულ ინფორმაციას, გაგიწევენ კონსულტირებას, მოგეხმარებიან უშუალოდ თქვენი პირობებისთვის შესაბამისი ჯიშების და ჰიბრიდების არჩევაში. პროდუქტი, მწარმოებელი და მომხმარებელი ყოველთვის არის ჩვენი ყურადღების ცენტრში. გისურვებთ Enza Zaden-ის ბოსტნეულის სათესლე მასალის საშუალებით ბიზნესის ზრდას და განვითარებას ოლეგ გლადუნიაკი გაყიდვების რეგიონალური დირექტორი Enza Zaden | 3